27 თებ 2026
აშშ-ის პირველი ლედი 2 მარტს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას პირველად უხელმძღვანელებს.
ბიბისის ცნობით, მელანია ტრამპი გეგმავს ყურადღება განათლებაზე, ტოლერანტობისა და გლობალური მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტებზე გაამახვილოს.
2 მარტს დაგეგმილი შეხვედრა, სახელწოდებით „ბავშვები, ტექნოლოგია და განათლება კონფლიქტში“, იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პირველი ლედი 15-წევრიანი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს.