ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მარტში გაიმართება

27 თებ 2026

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, შემდეგი სამმხრივი შეხვედრა კი სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შემდეგი სამმხრივი ფორმატისთვის უფრო დიდი მზადყოფნაა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნდა დაასრულონ ყველაფერი, რასაც რეალური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და ლიდერების დონეზე შეხვედრის მოსამზადებლად მიაღწიეს.