27 თებ 2026
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანი მზადაა ხელი შეუწყოს პაკისტანსა და ავღანეთს შორის დიალოგს.
აბას არაღჩი მეზობელ ქვეყნებს უთანხმოებების კეთილმეზობლური ურთიერთობებითა და დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა, ნებისმიერი დახმარება გაუწიოს დიალოგის ხელშეწყობასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში.