27 თებ 2026
პაკისტანმა ავღანეთის ქალაქებზე ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას BBC-ი პაკისტანის მთავრობის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო დარტყმების დაწყებამდე პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ავღანეთის “თალიბანის” მთავრობას „ღია ომი“ გამოუცხადა.
მანამდე, „თალიბანის“ პრესსპიკერმა X-ზე განაცხადა, რომ მათ პაკისტანის ჯარებს განახლებული თავდასხმებით უპასუხეს.
ცნობისთვის, ოქტომბერში საზღვართან დაკავშირებით არსებული დავის გამო მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ორი ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა, თუმცა ბოლო დღეებში ბრძოლები კვლავ განახლდა.