86 წლის ასაკში ცისანა ანთაძე გარდაიცვალა

27 თებ 2026

86 წლის ასაკში პოეტი ცისანა ანთაძე გარდაიცვალა . იგი  არა ერთი კრებულის ავტორია. მიღებულია აქვს ფრიდონ ხალვაშის, დავით აღმაშენებლისა და ანა კალანდაძის სახელობის პრემიები.

იყო 20-ზე მეტი წიგნის რედაქტორი, ასევე ჟურნალ "ჭოროხისა" და გაზეთ "აჭარა P.S"-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის კულტურის სამინისტროს სიგელით, მიღებული აქვს "ქართული კულტურის ამაგდარის წოდება".