27 თებ 2026
გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის „იმედისა“ და „პოსტვ“-სთვის სანქციების დაწესების საკითხზე დაბარებასთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „დასტურდება, რომ ბრიტანეთის ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა“.
„გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს, ეს მისი ელჩის მომზადებული საკითხებია. დასტურდება, რომ [ბრიტანეთის] ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა. სოცმედიაში მისი ერთ-ერთი ვიდეო ტრიალებდა - 5-ჯერ ვუყურე. ირონიაა, რომ ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის მხარდამჭერები არიან. ალბათ ეს ვიდეო რომ ჩაწერა, გავიდა თავის კაბინეტში და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საბაბების შეკერვა დაიწყო“,- განაცხადა პაპუაშვილმა.