ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

27 თებ 2026

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. რჩეული მოთამაშეები უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა გამოავლინა. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეი ოფის პირველი ეტაპი დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალში ქართველი ფეხბურთელის გუნდი „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ შეხვდა, ორი მატჩის ჯამში 5:4 გაიმარჯვა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

პარიზელთა ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საპასუხო შეხვედრაში გოლი 66-ე წუთზე გაიტანა.

მართალია, მატჩი 2:2 დასრულდა, თუმცა სწორედ მისი გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი და „პარი სენ-ჟერმენს“ ორმატჩიან დაპირისპირებაში უპირატესობა მოუტანა.