27 თებ 2026
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა. ეს სანდრო კობახიძის გუნდისთვის ბალკანელებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა იყო.
პირველი მატჩი რუსთავში გაიმართა და უგოლოდ, 0:0 დასრულდა. ამჯერად ქართველმა 17-წლამდელებმა უკეთესი თამაში აჩვენეს. ანგარიში მე-15 წუთზე დავით ცქვიტაიამ გახსნა. მასპინძლების უპირატესობა 66-ე წუთზე რეზი გაზდელიანმა გაზარდა. ორი წუთის შემდეგ ჩრდილომაკედონიელებმა სხვაობა შეამცირეს. ბურთი საკუთარ კარში ანზორ ცირამუამ ჩაჭრა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 10-16 აპრილს სან მარინოში, სარეიტინგო ტურნირში ითამაშებს. 10 აპრილს ქართველი ფეხბურთელები მასპინძლებს შეხვდებიან, 13 აპრილს – ანდორას, ხოლო 16 აპრილს კი უელსს.