თვითმართველობის არჩევნები 2025 - ხელვაჩაური

04 ოქტ 2025

ხელვაჩაურში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 14 პროცენტზე მეტმა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი.  არჩევანი გააკეთეს ხელვაჩაურის მეორობის კანდიდატებმა. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ ხმა ახალსოფლის 27-ე უბანზე მისცა, ხოლო ძლიერი საქართველო ლელოსა და გახარია საქართველოსთვის შეთანხმებულმა, საერთო კანდიდატმა ბადრი მამულაძემ კი ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე.

დღესვე ხელვაჩაურის მცხოვრებლები ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით აირჩევენ საკრებულოს ახალ შემადგენლობას. 26 კაციან საკრებულოში 11 მაჟორიტარი იქნება. ხელვაჩაურში სულ 41 უბანი და 43 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.