სარეიტინგო ტურნირი ჭიდაობაში

27 თებ 2026

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო შეჯიბრებაში დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. დღეს ისინი მედლებს მხოლოდ ორ წონაში 77-ში და 87-ში გაითამაშებენ.

აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი რამაზ ზოიძე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. 87 კილოგრამში ხალიჩაზე ასევე აჭარის ორი წარმომადგენელი გავა - მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გელა ბოლქვაძე და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გობაძე. 

აქვე შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულდა ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. 92 კილოგრამში ვიცე-ჩემპიონი მირიან მაისურაძე გახდა, 79-ში კი ბრინჯაო ლუკა ჩხიტუნიძემ მოიპოვა.