27 თებ 2026
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში „ზაგრები“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდა და 26:46 დამარცხდა.
ხორვატული გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე და ფილიპ გლავაში იყვნენ, რომლებმაც მეტოქეს 5-5 გოლი გაუტანეს.
ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს „ზაგრები“ საკუთარ მოედანზე პლოცკის “ვისლასთან” 4 მარტს გამართავს.