26 თებ 2026
ნინი ზაზიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას საქართველოში უკვე ჩაუტარდა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია, თუმცა ოპერაციის შემდეგ ორგანიზმმა გადანერგილი ორგანო ვერ მიიღო.
ამ ეტაპზე თირკმლის ფუნქცია დაახლოებით 13%-ს შეადგენს, რაც კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელია. ექიმების რეკომენდაციით, საჭიროა განმეორებითი გადანერგვის ოპერაცია თურქეთში. ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობის სავარაუდო ღირებულება 150 ათასი ლარია.
ოჯახის ფინანსური რესურსი ამოწურულია და საჭირო თანხის მობილიზება დამოუკიდებლად ვერ ხერხდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე.