26 თებ 2026
ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის ომანის შუამავლობით მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები დროებით შეჩერდა.
დელეგაციებმა კონსულტაციებისთვის შესვენება ითხოვეს და შეხვედრა ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის განახლდება.
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, თქმით, მოლაპარაკებებში იყო „კრეატიული და პოზიტიური იდეების გაცვლა“. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ უფრო მეტი პროგრესის მიღწევა მოხერხდება.