მასტერკლასი ანსამბლ „ოქროს“ წევრებისთვის

26 თებ 2026

აჭარის კულტურის სამინისტროს მოწვევით, ბათუმს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორჰანგაზისქართულ-კავკასიური კულტურის ცენტრის” ბაზაზე არსებული საბავშვო ანსამბლის “ოქრო”-ს წევრები სტუმრობენ.

უკვე ორი დღეა მათ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანში“, ქართული ცეკვის მასტერკლასი უტარდებათ.

ხვალ ისინი სხვადასხვა ცეკვის ილეთ-ნაერთებს აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში დაეუფლებიან. 28 თებერვალს კი ბათუმის სახელოვნებო სკოლების ფოლკლორული ანსამბლების და ორჰანგაზის ანსამბლის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ქალაქში არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებისთვის მასტერკლასების ჩატარება აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას დაიგეგმა.

მისი მიზანი თურქეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების ეროვნული იდენტობის გაძლიერება, სამშობლოსთან კავშირის გამყარება, ქართული კულტურისა და ქორეოგრაფიული ტრადიციების გაცნობაა.