26 თებ 2026
ხელვაჩაურის ბიუჯეტი მილიონ 41 ათასი ლარით გაიზარდა და 63 მილიონ ლარს გადააჭარბა. ცვლილება მერიის მიმდინარე წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დღეს საკრებულოს სხდომაზე შევიდა. თანხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება.
მარტო გასულ წელს ხელვაჩაურის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 184 პროექტი განახორციელა და საერთო ჯამში ამ და სხვა მიმართულებებით 2025 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 94 პროცენტით შეასრულა. 96 %-ით შესრულდა შემოსავლების ნაწილი.
საკრებულოს წევრებმა მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელისგან გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც მოისმინეს. ანგარიში ჰქონდა ასევე მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს.
სხდომას ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. “გახარია საქართველოსთვის” წევრს მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსისტთან არაერთი შეკითხვა ჰქონდა.