თავდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

26 თებ 2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი, კაპრალ-სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.