ფენომენი ბრუნდება - I J F-ის სტატია ლაშა ბექაურზე

26 თებ 2026

27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით უზბეკეთში, ტაშკენტის გრან სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც ძლიერი შემადგენლობით იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ტატამიზე ბრუნდება ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომლის დაბრუნებასაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია გამოეხმაურა. 

"ტაშკენტში იასპარეზებს ფენომენი ლაშა ბექაური, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც უკვე ორ წელიწადში ლოს-ანჯელესში მესამე ოლიმპიური ტიტულის მოპოვებას შეეცდება. მან ბოლოს 2025 წელს აბუ-დაბის გრანდ სლემზე იასპარეზა და წარმატებითაც. როდესაც ბექაური ტატამიზე გადის ყველას მოლოდინები იზრდება, ასე, რომ მის დაბრუნებას ყველანი მოუთმენლად ველოდებით", - წერია სტატიაში.

აქვე გეტყვით, რომ ტაშკენტის გრანდ სლემზე წელს პირველად იასპარეზებს პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი ეთერ ლიპარტელიანი.