26 თებ 2026
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ დანიასთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ საკუთარ კლუბში ევროლიგაზე ითამაშა. შენგელიას „ბარსელონა“ მისივე ყოფილ კლუბს, „ვირტუს ბოლონიას“ ესტუმრა და 80:85 დამარცხდა.
თორნიკემ მატჩი 16 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. „ბარსელონას“ ევროლიგაზე 17 მოგება, 12 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზეა.
რაც შეეხება შენგელიას, ის ბოლონიური მატჩის შემდეგ დანიაში გაემგზავრა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. დანია-საქართველოს დაპირისპირება ხვალ გაიმართება.