გიორგი მიქაუტაძე ლა-ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 

26 თებ 2026

გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის, ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, – ინფორმაციას ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ქართველმა თავდამსხმელმა ჯილდოზე წარდგენილ ოთხ ფეხბურთელს აჯობა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თებერვალში „ვილიარეალის“ შემადგენლობაში ჩატარებულ სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე, ჯამში, მხოლოდ 173 წუთი გაატარა, რაც დანარჩენ კანდიდატებზე საგრძნობლად ნაკლები დრო იყო, თუმცა შედეგიანობით ყველას აჯობა.