ხვიჩას გოლით „პსჟ" მერვედფინალში გავიდა 

26 თებ 2026

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში „მონაკოს“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლით „პარი სენ-ჟერმენი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

ევროპის საკლუბო ტურნირის მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩი პარიზელებმა გასვლაზე 3:2 მოიგეს. ანგარიში „მონაკომ“ გახსნა, თუმცა პარიზელებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავი ჯერ მარკინიოსმა გამოიჩინა, 66-ე წუთზე კი კვარაცხელიამ გაიტანა გოლი, რომლითაც „პარი სენ-ჟერმენი“ მერვედფინალში გავიდა.

„მატჩის მიწურულს „მონაკომ“ გაათანაბრა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ ან „ჩელსის“, ან „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და ლიგაზე კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.