დაჯილდოება სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 თებ 2026

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო.

2025 წელს საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის სამი საბაკალავრო და ამდენივე სამაგისტრო პროგრამა 97-მა სტუდენტმა დაასრულა.

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას სპორტის, ფიზიკური აღზრდის, რეაბილიტაციისა და სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით და მხარს უჭერს კურსდამთავრებულებს პროფესიული განვითარების გზაზე.