გიდების გადამზადების კურსი 

26 თებ 2026

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ კურსს იწყებს. უფასო სამთვიან სასწავლო პროგრამაზე მიღება უკვე გამოცხადებულია.

მსურველებმა რეგისტრაცია 11 მარტამდე დეპარტამენტის სერვისის განვითარების გვერდზე უნდა გაიარონ. 

მასში მონაწილეობა გიდის პროფესიით დაინტერესებულ იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც მინიმუმ ერთ უცხო ენასა და გიდის პროფესიისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ფლობენ. ტრენინგის მონაწილეების შერჩევა გასაუბრების შედეგად მოხდება.

სამთვიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა მარტის ბოლოს დაიწყება და ივლისამდე გაგრძელდება.