ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულის შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს

26 თებ 2026

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულის აღმკვეთ ღონისძიებას სასამართლო დღეს გადაწყვეტს. სუსის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულმა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერაქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა.

ვინაობის დაფარვის მცდელობის მიუხედავად სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს. დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ელის.