26 თებ 2026
ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ერთი პირი. შემთხვევა შემოვლით გზაზე დილით ადრე მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.
დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ქობულეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარის გამო ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილი საპატრულო ეკიპაჟებს დროებით გადაკეტილი აქვთ და გადაადგილება ავტომობილებს ძველი გზით უწევთ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.