25 თებ 2026
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვისა და უსაფრთხოების და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პარლამენტის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს.