25 თებ 2026
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა უნგრეთში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ოჯახების მხარდამჭერ სამიტში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ოჯახების მხარდაჭერის მიმართულებით, საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილებების გაზიარებაა.
სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ ოჯახური ღირებულებების დაცვის პოლიტიკის განხორციელებაზე. ასევე ისაუბრა იმ პროგრამებზე, რასაც სახელმწიფო ოჯახების გაძლიერების მიზნით ახორციელებს.