25 თებ 2026
ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი დაამტკიცა.
დადგენილების მიღება განპირობებულია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის დათქმით, რომელიც მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს 1 მარტამდე დაამტკიცონ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესები ან ამ წესების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყონ მათი ამავე კანონთან შესაბამისობა.
საკრებულომ ასევე დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის 3 ნომერში, ბათუმის პორტის სამგზავრო ტერმინალის ტერიტორიაზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისათვის საფრანგეთის მიერ აღმოჩენილი საზღვაო მხარდაჭერის აღმნიშვნელი ბრინჯაოს მემორიალური დაფის სადგამით განთავსების საკითხი. საკითხების განხილვამდე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.