სულხან თამაზაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

25 თებ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელმა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.