25 თებ 2026
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო და რეფორმის აუცილებლობასა და შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებაზე ისაუბრა საქართველოს განათლების მინისტრმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია.