უკრაინა-აშშ მოლაპარაკებები 26 თებერვალს გაიმართება

25 თებ 2026

უკრაინის პრეზიდენტმა  დაადასტურა, რომ 26 თებერვალს უკრაინული და ამერიკული დელეგაციები ჟენევაში მოლაპარაკებებს განაახლებენ.

ზელენსკის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა მიაწოდა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსტემ უმეროვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება.