25 თებ 2026
მეორე დღეა იწვის რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში ნავთობსაქაჩი სადგური კალეიკინო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს სადგურს, რომელიც ნავთობით აღმოსავლეთ ევროპას ამარაგებს.
დრონით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია ნავთობსაქაჩ სადგურზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ათას 200 კილომეტრ მანძილზეა.