25 თებ 2026
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ბათუმში იუნკერების მემორიალი ყვავილებით შეამკეს „ძლიერი საქართველო ლელოს“ წარმომადგენლებმა.
მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ისაუბრეს ოკუპაციაზე, რომელსაც მათი თქმით, რუსეთის იმპერიალისტური ხელისუფლება ისევ განაგრძობს და ებრძვის ასევე უკრაინას.