25 თებ 2026
გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა საკრებულოს შუახევის მერმა. ომარ ტაკიძემ დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითად მაჩვენებლებზე, წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ღონისძიებებზე.
მისი განცხადებით, მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები მიმართულია მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე. მერმა ასევე 2026 წლისთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თითოეული ინიციატივა მუნიციპალიტეტის გრძელვადიან განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება.
საკრებულოს წევრებმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასეს.