25 თებ 2026
სასურსათო პროდუქციის ფასის დარეგულირების მიზნით შექმნილი კომისია ამ წუთებში სხდომას ატარებს, რომელზეც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.
საუბრობენ იმ ფაქტორებზე რომლებიც პროდუქციის ფასის ზრდას იწვევს.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომისიამ 6 პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელიც პროდუქტის თვითღირებულების ზრდაზე ახდენს გავლენას.