სატყეო რეფორმა - შეხვედრა 

25 თებ 2026

სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებები  განიხილეს  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეოს სამსახურში.  უწყების ინფორმაციით, შემუშავებული სატყეო რეფორმის მთავარი მიზანი ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.

ასევე ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება. 

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში იანვრიდან გაორმაგდა ტყის მცველთა ხელფასი, ასევე გაზრდილია რეგიონული სატყეო სამსახურებისა  და ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო.