დიდი ბრიტანეთის სანქციები - პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

25 თებ 2026

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიებზე - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაწესებას ეხმაურება პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით,  სრულ პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რომ დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება ორივე ტელეკომპანიაში. მისივე თქმით, ფურცელზე ეს არის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა,  მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი.

დღესვე პრემიერმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაც  შეაფასა,  და განაცხადა  რომ ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტს და იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ინტერესი აქვთ. 

ორი ტელეკომპანიის დასანქცირება შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემაც.