საბჭოთა ოკუპაციის დღე - დაშვებული დროშები

25 თებ 2026

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

სახელმწიფო დროშები დაეშვა თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო  ქვედანაყოფებში.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

დროშების დაშვებით პატივს მიაგებენ ამ დღეს დაღუპულ იუნკერებს და მათ ვინც წითელ არმიასთან ბრძოლის შედეგად დაიღუპა.