საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებ 2026

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 105 წლის წინ, თბილისში, ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია გამოაცხადა.

ქვეყანა იძულებით გამოცხადდა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად და დაიწყო 70 წლიანი საბჭოთა მმართველობა.

დღეს ქართველ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოჯორში.