„ვეფხისტყაოსნის" გრაფიკული ინტერპრეტაციის ციფრული ვერსია

25 თებ 2026

მხატვარმა დავით მაჭავარიანმა  „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ინტერპრეტაციის ციფრული ვერსია შექმნა, რომლის ნახვა მსურველებს  თბილისის ილუზიების მუზეუმში  შეეძლებათ.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 თებერვლიდან, მუზეუმის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად ახალ, თანამედროვე ფორმატში აღმოაჩინონ.

„ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ნამუშევრის ციფრული ვერსია უკვე ითარგმნა და გამოიცა იტალიაში, საფრანგეთსა და პოლონეთშიც.

მულტიმედია პროექტს მუზეუმში საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე გაეცნო.