25 თებ 2026
წარმატებით იასპარეზეს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „ოიამას თასზე“, სადაც საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 13 მედალი მოიპოვეს. აქედან რვა ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
ეროვნული ნაკრებიდან ოქროს მედალი დავით ძნელაძემ, ბრინჯაოს მედლები კი დათა ფუტკარაძემ, დიმიტრი მსხალაძემ და ავთანდილ პარწიკანაშვილმა მოიპოვეს. 16 წლამდე გოგონებში ჩემპიონი გახდა ანამარია მსხალაძე.
18 წლამდე გოგონებში ოქროს მედლები ანანო დათუკიშვილმა და ნინო შუბითიძემ მოიპოვეს, ნანა ნიკურაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 18 წლამდე ვაჟთა შორის ოქროს მედლები ოსკარ ჰინშლეიმ, ამირან ტატულიშვილმა და საბა ჭრელაშვილმა მოიპოვეს, ვიცე-ჩემპიონი გახდა მალხაზ ქაჯაია. 21 წლამდელთა შორის კი ჩემპიონი გიორგი ძნელაძე გახდა. ტურნირში 14 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა.
აქვე გეტყვით, რომ ვიდეომასალა ესპანეთიდან აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის წევრებმა მოგვაწოდეს.