25 თებ 2026
ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კიკბოქსინგში იუნიორთა შორის, რომელიც K-1-ის ვერსიით ჩატარდა, წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლებმა, რომლებიც შეჯიბრებაზე ექვსკაციანი შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილები. ამათგან სამმა კი საჩემპიონო ქამრები მოიპოვა.
საბა შავაძისთვის ეს მეორე ქამარია, რაც შეეხება ოლეგ ბერიძეს და თაზო ცეცხლაძეს, მათ სადებიუტო ორთაბრძოლები ჩემპიონის ტიტულებით დაასრულეს. ტურნირის გამარჯვებულები და ჩემპიონის ქამრების მფლობელები საბა შავაძე, ოლეგ ბერიძე და თაზო ცეცხლაძე გახდნენ.
აქვე გეტყვით, რომ ამავე აკადემიის მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს ახლახან გამართულ საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატზე ტაილანდურ კრივში, სადაც გიგა თურმანიძის შეგირდებმა სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვიდეომასალა ტურნირიდან აკადემიის წევრებმა მოგვაწოდეს.