25 თებ 2026
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.