24 თებ 2026
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
დილის 4 საათზე უკრაინაში აფეთქებების ხმა გაისმა. რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კიევსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებზე. პარალელურად, შეტევა დაიწყეს საოკუპაციო ძალის სახმელეთო შენაერთებმა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომის შედეგად 14 999 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 763 ბავშვი.