მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ჟენევაში

24 თებ 2026

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში ვიზიტს ასრულებს, სადაც ადამიანის უფლებათა საბჭოს 61 სესიაში მონაწილეობდა , გამართა ორმხრივი შეხვედრები.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხი და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები, რომლებიც თან ახლავს ოკუპაციას.