სანიტარს, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა

24 თებ 2026

ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის სანიტარს, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

პროკურატურამ სანიტარს ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის” 11. პრიმა 19.109 მუხლით წარუდგინა, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართა განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ორი დღის წინ მოხდა. ახალშობილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.