რუსეთ-უკრაინის ომის 4 წლისთავი - შეფასებები

24 თებ 2026

ოთხი წელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. „როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ.

როგორც გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, „ქართულ ოცნებაში“ ვერცერთ ოფიციალურ განცხადებას ვერ მოიყვანენ, რომ საქართველოს პარტნიორი და სტრატეგიული ქვეყნები ქვეყნის ომში ჩართვას ან ოფიციალურად კონკრეტულ სანქციებზე მიერთებას სთხოვდნენ.