24 თებ 2026
ადამიანის უფლებათა საბჭოს 61 სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჟენევაში სრულდება. ბოლო შეხვედრებს მართავს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა.
ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ევროპის საბჭოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე დაყენების აუცილებლობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკითხებზეც. მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს.
ამ შემთხვევაში საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საჭიროებას.