შეზღუდვები უცხოელების დასაქმებაზე - პოლიტიკური შეფასებები

24 თებ 2026

შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ მთავრობის დადგენილება პოლიტიკურ სპექტრში ისევ შეფასებები საგანია.

მმართველი გუნდი მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ იმ სფეროებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების დასაქმება შესაძლებელია, უპირატესობა მიგრანტებს არ უნდა ენიჭებოდეთ. გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებენ გახარიას პარტიაში.

პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანას, საკურიერო მომსახურებასა და გიდობას ვეღარ შეძლებენ.