​სამუშაო შეხვედრა ტელემაუწყებლების წარმომადგენლებთან

24 თებ 2026

სხვადასხვა ტელემაუწყებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა  კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მედიის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხებზე, გამოწვევებსა  და მიმდინარე აქტუალური თემებზე  პოზიციები გაცვალეს.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მაუწყებლობის შესახებ კანონში 2025 წლის აპრილში შესული ცვლილებები.

საუბარი შეეხო პროდუქტის განთავსებისა და სარეკლამო კომუნიკაციების წესებს, მაუწყებლების დაფინანსების საკითხებს.