უკრაინაში ომის მეოთხე წლისთავზე კიევში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ

24 თებ 2026

ბრიუსელში, უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავის აღსანიშნავად ევროკავშირის ინსტიტუტების წინ, უკრაინის დროშები აფრიალდა და შენობები ლურჯ-ყვითელ ფერებში განათდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასთან ერთად, ამ დღის აღსანიშნავად ჩავიდა. კიევში ჩავიდნენ ასევე დანიის, შვედეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ესტონეთისა და ხორვატიის ლიდერები. მათ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პატივი  მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

დღეს კიევში დაგეგმილია უკრაინის მხარდამჭერ ე.წ. მსურველთა კოალიციის სხდომა.

ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ხაზგასმულია, რომ  რუსეთმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია.